воскресенье, 5 октября 2014 г.

მე-9 დღე

დღევანდელი დღე დატვირტული იყო  მეტად საინტერესო ინფორმაციით, შექმნილი საქაღალდე ავტვირთეთ google drive-ში და გავაზიარეთ.
  შევაჯამეთ ტრენინგის განმავლობაში მიღებული ცოდნა.კერძოდ როგორ ვამუშაოთ მოსწავლეები პროექტზე, რა წინარე ცოდნას უნდა ფლობდნენ პროექტამდე და როგორ უნდა დავაკვირდეთ მათ პროექტის მიმდინარეობის პროცესში და მივცეთ კონსულტაციები მუშაობის დროს.
 დასამახსოვრებელი იყო შეფასების ინსტრუმენტებიც, რადგან კონკრეტულ საგაკვეთილო პროცესში  იქნეს გამოყენებული, საჭიროებისამებრ.
  ჩვენთვის მნიშვნელოვანია დიფერენცირებული სწავლებაც რადგან  სკოლაში გყვავს აზერბაიჯანულ ენოვანი მოსწავლეები და მათ სჭირდებათ განსხვავებულუი მიდგომები. me

суббота, 20 сентября 2014 г.

მეშვიდე დღე

მეშვიდე დღეს გავეცანი აზროვნების უნარების კონცეფციას, სწავლის სტილებს, რაც დამეხმარება გაკვეთილზე გავაუმჯობესო გაკვეთილის მოტივაცია და სწავლა. მოსწავლეებს მაღალი სააზროვნო უნარები ისე არ ააქვთ განვითარებული როგორც საჭიროა და მე შევეცდები მონაცემებზე დაყრდნობით დავეხმარო ლოგიკური აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში,გაამოვიყენებ ამისათვის დიფერენცირებულ სწავლებას, ყურადღებას მივაქცევ მოსწავლეების განწყობას და ემოციებს სწავლის მიმართ, რადგანაც დღევანდელ მოსწავლეს უნდა შეეძლოს მეტი და მეტი ინფორმაციის გაგება და გამოყენება  სამუშაო ადგილას სოციალურ ცხოვრებაში.დავეხმარები აზროვნების სწავლებაში, ამ ყველაფრის გაკეთებაში დამეხმარება დღევანდელი გაკვეთილი.

воскресенье, 14 сентября 2014 г.

მეექვსე დღე

მეექვსე დღე
დღევანდელი დღე მეტად საინტერესოდ იყო დატვირთული ჩემთვის ,გავაკეთე პროექტის პრეზენტაცია,მომეწონა   განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასების გამოყენება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასებისას.ეს  შეფასება დამეხმარება იმის გარკვევაში თუ რამდენად შეეფერება პროექტის მოთხოვნები მოსწავლის საჭიროებებსა და ინტერესებს. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასებით გავარკვევ სწავლისათვის საჭირო  რესურსების ხელმისაწვდომობის  საკითხს.მოსწავლე დაინახავს პროექტისათვის საჭირო  წინარე ცოდნის აუცილებლობას.

суббота, 13 сентября 2014 г.

მეხუთე დღე

მეხუთე დღე                                                                                                                                                   განვიხილეთ პროექტზე დაფუძვნებული სწავლის შეფასება,რაც დამეხმარება ჩავრთო მოსწავლეები შეფასების პროცესესში, ჩემის მხრიდან როგორ დავეხმარო მათ ახალი მიზნების ჩამოყალიბების პროცესში,როგორ დავანახო მოსწავლეებს თავიაანთი სუსტი მხარეები და როგორ ვუჩვენო გზა მათი გამოსწორებისათვის .მივიღე დაწვრილებითი ინფორმაცია მეტად მტკივნეული პროცესის შეფასების შესახებ,რაზეც ბევრადაა დამოკიდებული ჯანსაღი ურთიერთობა მოსწავლე-მასწავლებელს შორის.მომეწონა დროში გაწერილი შეფასების გეგმა, ის დამეხმარება პროექტზე მუშაობის ყველა ეტაპზე  შევაფასო ისინი.ეს იქნება ჩემთვის პროექტის მონიტორინგის უდიდესი ხელშემწყობი პროცესი და შევინარცუნებ მოსწავლეებისათვის სწავლის სწორ მიმართულებას.
   

пятница, 12 сентября 2014 г.

მეოთხე დღე

მეოთხე დღე                                                                                                                                                 სასწავლო     პროექტის დაგეგმასთან დაკავშირებით მომეწონა ის მიმართულების მომცემი გზა კერძოდ, ზოგადი და თემატური კითხვების სწორად შერჩევა როგორ დამეხმარება ბავშვების პროექტის მთავარ შინაარსში შეუმჩნევლად ჩართვაში,როგორ დავამყარებინებ ზოგადი კითხვით საგანთაშორის კავშირს               

среда, 10 сентября 2014 г.

მესამე დღე

დღევანდელი სამუშაო დღე საკმაოდ დატვირთული იყო  ინფორმაციულად.გავეცანი პროექტის სტანდარტებს ავირჩიე შესაბამისი ინდიკატორები,რომელიც დამეხმარება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგების მიღწევაში.ავირჩიე პროექტის გეგმის შაბლონი, გავეცანი მიმართულების მომცემ საკვანძო ნიმუშებს,გავეცანი მოსწავლეთა წყვილებში სამუშაო აქტივობებს, ფაილების ინტეგრირებას და ჰიპერბმულების შექმნას, მნიშვნელოვანი იდეების  გამომხატველ სიტყვებს, დავამთავრე საინფორმაციო ბუკლეტის გაფორმება.ვისწავლე ინფორმაციის დაარქივება. . 

воскресенье, 7 сентября 2014 г.

მეორე დღე

დღეს შევქმენი საქაღალდე. პროექტისათვის დავიწყე  ბუკლეტის დამზადება,  გავეცანი ჩეკვლისტებს, გავაგრძელე პროექტი,ვისწავლე თუ როგორ მოვძებნო კონკრეტული ინფორმაცია ინტერნეტში. როგორ დავგეგმო და ვმართო საგაკვეთილო დრო, გავეცანი ინტელის რვა ბლოგს, ვიმუშავეთ ჯგუფურად